106 ხმით 1 წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პროქტი, რომელიც ქალაქ ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის მესამე მუხლს დაემატება მეხუთე პუნქტი - ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით.
ქალაქ ლაზიკას ინიციატივა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. პროექტის მიხედვით, ლაზიკაში ბიზნესისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები იქნება.