განათლება

მიხეილ სააკაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება სოფელ შიბლიანის სკოლის მოწავლეებს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში იმყოფებოდა, სადაც იგი ახალ სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პრეზიდენტთან ერთად სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხატია დეკანოიძე იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა შიბლიანის სკოლის შენობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი სკოლები საქართველოს ყველა სოფელში უნდა იყოს.

"ყველა სოფელში, რაც არ უნდა პატარა იყოს, სკოლა უნდა გაკეთდეს კარგად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ყველა სკოლაში უნდა გაკეთდეს სახურავი, ფანჯრები, გათბობა და სპორტული დარბაზი.

შიბლიანის ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა 130 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.

 

კომენტარები