ფილმი - ისლამის უცოდველობა

მუსლიმურ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გრძელდება

მუსლიმურ ქვეყნებში ამერიკულ ფილმ ისლამის უცოდველობასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.

შაბათს, 15 სექტემბერს, ეგვიპტის პოლიციამ დაშალა დემონსტრანტები, რომლებიც, სხვა ქალაქების მსგავსად, უკანასკნელი 4 დღის მანძილზე აშშ-ს საელჩოთან მუჰამედზე გადაღებულ ფილმს არამშვიდობიანი ხერხებით აპროტესტებდნენ.  პროტესტის ტალღას დამონსტრანტების მხრიდან, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა.

პარასკევიდან პროტესტი 20-ზე მეტ ქვეყანას მოედო. ზოგან აქციები მშვიდობიანი იყო. რამოდენიმე ადგილას შეტაკებები მოხდა - სუდანსა და ტუნისში დემონსტრანტებმა დასავლეთის ქვეყნების საელჩოების აღება სცადეს, ლიბანში ამერიკულ სწრაფი კვების ობიექტს დაესხნენ თავს, თავდასხმები მოხდა იემენში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელებზეც.

შეტაკებებს დემონსტრანტების სიკვდილი მოყვა კაიროში, სუდანში, ტუნისსა და ლიბანში. ხუთშაბათს ოთხი დემონსტრანტი დაიღუპა იემენში.

საპროტესტო გამოსვლებია ავსტრალიაშიც - სიდნეიში პოლიციასა და 200 დემონსტრანტს შორის მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც პოლიციელებიც დაშავდნენ.

თავის მხრივ, დასავლეთი ძალადობის შეწყვეტისკენ  მოუწოდებს.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონმა მუსულმანური ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, უზრუნველყონ დიპლომატიური მისიების და პერსონალის უსაფრთხოება.

აშშ-ს სახემწიფო მდივანმა ჰილარი კლინტომა კი პარასკევს განაცხადა, რომ აშშ თავისი დიპლომატებს დაიცავს, თუ ძალადობა არ შეწყდება.

 

კომენტარები