ჯონ მაკკეინი საქართველოსთან თავდაცვის საკითხებზე თანამშორომლობის მზადყოფნას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერას აღუთქვამს - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა საქარველოს თავდაცვის მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან, შეხვედრისას ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღბა გაამახვილეს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ახალ 3T კონცეპციაზე, აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე.
მაკკეინი, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ს მიერ საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღბის მიწოდებას, აშშ-ს სენატის წევრი 1986 წლიდანაა და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია. 2010 წელს რესპუბლიკელი სენატორი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა - 2008 წელს რუსეთი-საქართველოს ომის დროს გამოჩენილი თანადგომისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.





