ფილმი - ისლამის უცოდველობა

ნატოს ბაზაზე თავდასხმის მიზეზი ფილმი ისლამის უცოდველობა გახდა

თალიბანი პასუხისმგებლობას იღებს თავდასხმაზე, რომელიც 14 სექტემბერს ავღანეთში  კემპ ბასტიონზე მომხდა და სულ მცირე, ორი ამერიკელი ფლოტის მოსამსახურე იმსხვერპლა. თალიბების თქმით, თავდასხმის მიზეზი ფილმი ისლამის უცოდველობაა, სამიზნე კი ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები იყვნენ.

თავდასხმის შედეგად დაზიანებულია შენობები და ავიაცია. ბრიტანულ ბაზაზე იერიშისას იქ იმყოფებოდა პრინცი ჰარიც. როგორც ცნობილი გახდა, მას არანაირი საფრთხე არ დამუქრებია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში გადაღებულ ფილმს ისლამის უცოდველობა ჯაჭვური პროტესტი და ზოგან მსხვერპლიც მოჰყვა მუსლიმურ სამყაროში. ანტი-ამერიკული აქციები გაიმერთა ლიბიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირნაში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში.

 

კომენტარები