პოლიცია

ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ავარიას ემსხვერპლნენ უფროსი ლეიტენანტი მანუჩარ ქორიშვილი და უმცროსი ლეიტენანტი ლევან ნანდოშვილი.

შს სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას შემთხვევის ადგილის შესახებ არ ავრცელებს, თუმცა გავრცელებული ცნობით, ავტოავარია ლილოს დასახლებასთან მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.

 

კომენტარები