რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ტელეკომპანია Russia Today-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ის პანკჯგუფ Pussy Riot-ზე საუბრობს. ვრცელ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
კ. ოუენი: მადლობა. რაც შეეხება პანკ-ჯგუფ Pussy Riot-სა და მის განაჩენს. ბევრი ამბობდა, რომ მათთვის გამოტანილი განაჩენი ძალიან მკაცრია, რომ ეს საქმე ცარიელ ადგილას გაიბერა და შედეგად, გოგონების ქმედება უფრო მეტად გახმაურდა და მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოუტანა. რა თქმა უნდა, რაც მოხდა უკან ვეღარ დააბრუნებ - მაგრამ მაინც, თქვენი აზრით, შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო გადაწყვეტილება სხვაგვარი?
ვ. პუტინი: და თქვენ შეგიძლიათ თარგმნოთ ჯგუფის სახელი რუსულ ენაზე? თქვენ ხომ უკვე არაერთი წელია ცხოვრობთ რუსეთში.
კ. ოუენი: ვერ გეტყვით Pussy Riot როგორ ითარგმნება რუსულად, იქნებ თქვენ დამეხმაროთ?
ვ. პუტინი: და თქვენ შეგიძლიათ თავად სიტყვა თარგმნოთ რუსულ ენაზე თუ არა? თუ თქვენთვის უხერხულია ამის გაკეთება ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე? მე ვფიქრობ რომ ამის გაკეთება ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე უხერხულია. ინგლისურ ენაზეც კი უხამსად ჟღერს.
კ. ოუენი: მე ვთარგმნიდი ამ სიტყვას „კატად“, მაგრამ შესაძლოა რაღაც არ მესმის. თვლით თუ არა, რომ შესაძლებელი იყო რაღც სხვაგვარად გაკეთებულიყო? შეიძლება თუ არა მომხდარისგან რაიმე გაკვეთილის გამოტანა?


ამის შემდეგ მათ მოაწყეს ჯგუფური სექსის სეანსი საჯარო ადგილას. ეს, როგორც ამბობენ, მათი საქმეა, ადამიანებს უფლება აქვთ დაკავდნენ იმით, რითაც სურთ, თუ ეს არ არღვევს კანონს, მაგრამ საჯაროდ, მე ვფიქრობ რომ უკვე მაშინ უნდა მიეპყრო ამას ხელისუფალთა ყურადღება. შემდეგ მათ გამოდეს (ჩანაწერი) ინტერნეტში. ზოგიერთი მოყვარული ამბობს, რომ ჯგუფური სექსი უკეთესია ინდივიდუალურზე, იმიტომ რომ აქ, როგორც ნებისმიერ კოლექტიურ სამუშაოზე, შეგიძლია იფუქსავატო.
მაგრამ ვიმეორებ, ეს არის კონკრეტული ადამიანის საქმე, ხოლო გამოდო ეს ინტერნეტში - ჩემი აზრით სადავო საკითხია და შესაძლოა დაექვემდებაროს რომელიმე სამართლებრივ შეფასებას.
ის რაც მათ ტაძარში ქნეს: ჯერ ისინი ელოხოვსკის ტაძარში მივიდნენ და იქ მოაწყვეს შაბაში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დასაწყისის პერიოდის მძიმე მოგონებები აქვს, როცა დაზარალდა მრავალი მღვდელი დაზარალდა, ამასთან, არა მხოლოდ მართლმადიდებელი, არამედ მუსლიმი და სხვა რელიგიის წარმომადგენელი. უბრალოდ საერო ხელისუფლება, განსაკუთრებით მისი არსებობის პირველ პერიოდში, სასტიკად უსწორდებოდა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს. განადგურდა მრავალი ეკლესია, ყველა ჩვენმა ტრადიციულმა კონფესიამ უდიდესი ზარალი განიცადა. და საერთოდ, სახელმწიფო მოვალეა დაიცვას მორწმუნეთა გრძნობები.
გამართლებულია თუ არა განაჩენია, არის თუ არა ის საფუძვლიანი და ადეკვატური ჩადენილთან მიმართებაში, ამაზე ახლა კომენტარს არ გავაკეთებ. მე ვფიქრობ, რომ ამ გოგონებს ყავთ ადვოკატები და ისინი უნდა დაკავდნენ სასამართლოში მათი ინტერესების წარმოდგენით. შეუძლიათ გაასაჩივრონ განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში და მიაღწიონ გადახედვას. მაგრამ ეს მათი საქმე და წმინდა იურიდიული საკითხია.
კ. ოუენი: როგორ ფიქრობთ, რეალისტურია თუ არა ვადამდელ გათავისუფლებაზე საუბარი?
ვ. პუტინი: მე არც კი ვიცი, ადვოკატებმა მიმართეს თუ არა ზემდგომ ინსტანციას. უბრალოდ მე არ ვადევნებ ამ ყველაფერს თვალს. მაგრამ თუ ზემდგომი ინსტანცია განიხილავს, მათ აქვთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება. გესმით, მე უბრალოდ არ ვცდილობ შევეხო ამ საქმეს საერთოდ. მე ვიცი იქ რა ხდება, მაგრამ საერთოდ არ ვძვრები.





