აშშ-საქართველოს ურთიერთობები

სენატორების ვიზიტი საქართველოში

საქართველოს სენატორ ჯონ მაკეინის ხელმძღვანელობით აშშ-ის სენატის სამკაციანი დელაგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები მაკეინთან ერთად ჯოსეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი არიან. სენატორები შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს. სენატორებმა აშშ-ის საელჩოში პრესკონფერენციაც გამართეს. 

პრესკონფერენციაზე სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და შემოდგომაზე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესახებ ისაუბრეს. სენატორ მაკეინის თქმით, აშშ არცერთ კონკრეტულ კანდიდატს  უპირატესობას არ ანიჭებს და უფრო მნიშვნელოვანი აშშ-ისა და საქართველოს ხალხების მეგობრობაა და პარტნიორობაა. სენატორმა აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებს აშშ დიდ ყურადღებას მიაქცევს და ამასთან ერთად დაეყრდნობა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.
"NDI-ს, IRI-ს და ეუთო–ს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებას ჩვენსთვის დიდი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა მაკეინმა.

მაკეინმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი ღელვის საგანი არჩევნების შემდეგ მის შედეგებზე დავის დაწყება იყო. მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები განსჯიან, პარტიებმა კი შედეგები უნდა აღიარონ.

სენატორმა ასევე გაიხსენა საქართველოს ახლო წარსული და მიღწეული პროგრესი შეაქო. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო აღარსდროს დაბრუნება უკან ბნელ პერიოდში.

პრესკონფერენციაზე ჯოსეფ ლიბერმანმაც ისაუბრა. მან დაგმო საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია და განაცხადა, რომ ამერიკელი სენატროები აგრძელებენ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის საშუალება ჰქონდეს და შესაბამისი შეიარაღება აშშ-მა მიყიდოს. ლიბერმანმა შეაქო საქართველო  მირწეული პროგრესისთვის და მას პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა უწოდა. 

 ლინსდსი გრემმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ჯარების კონტრიბუციისთვის. 

”დემოკრატია ამ ქვეყანაში მუშაობს, რადგან ვისაც შევხვდით, ერთმანეთზე ყველა საჩივარს ამბობს, თავი აშშ-ში მეგონა,” აღნიშნა გრემმა. მისი თქმით, მისი ოცნებაა საქართველო ნატოს წევრი გახდეს, რადგან საქარველო ამას იმსახურებს და სენატორები გააგრძელებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე მუშაობას. 

მაკეინმა კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების შესახებაც. მისი თქმით, წვრთნები საჭირო არ არის და ის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, თუმცა იმედი გამოთქვა რომ არანაირი საფრთხე არ იქნება.  სენატორმა კომენტარი გააკეთა რუსეთში პუტინის რეჟიმის შესახებაც, მისი თქმით, არაბული გაზაფხული რუსეთში უკვე დაიწყო. რესპუბლიკელმა სენატორმა ასევე ისაუბრა აშშ-ის არჩევების შესახებაც, და თუ რა გავლენა ექნება ამ არჩევნებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვის აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად, აშშ საქართველოს პარტნიორად დარჩება. 

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ სენატორებმა თბილისი მერთან ერთად დაათვალიერეს.

კომენტარები