ავღანეთი

თალიბებმა 17 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით, ჰელმენდის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სოფელში თალიბანის დაჯგუფების წევრებმა 17 ადამიანი მოკლეს. BBC-ის ცნობით, მოძრაობის წარმომადგენლებმა 15 მამაკაცი და 2 ქალი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, მათ თავები მოაჭრეს. გარდაცვლილების სხეულებზე დამწვრობისა და მრავალი დაზიანების კვალი აღმოაჩინეს.

გამოცემის ინფორმაციით, თალიბები ადამიანების ჯგუფს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ადგილობრივ ღონისძიებას ესწრებოდნენ. როგორც BBC-ი აღნიშნავს, დაჯგუფების წევრები გმობენ ისეთ წვეულებებს, რომლებშიც მამაკაცები და ქალები იღებენ მონაწილეობას.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში, ჰელმენდის პროვინციაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

კომენტარები