სირია

სირიაში 440-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის ოპოზიციური ძალების ცნობით, შაბათს ქვეყანაში 440-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა გვამები დამასკოს შემოგარენშია ნაპოვნი, სადაც სამთავრობო ჯარების მიერ სპეცოპერაცია ჩატარდა. დაღუპულთა  უმრავლესობა დახვრეტილია ან სნაიპერის მიერ არის მოკლული.

CNN-ის ცნობით, სირიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი ჟურნალისტების მუშაობა მკაცრად შეზღუდა და ინფორმაციის სხვა წყაროებზე გადამოწმება შეუძლებელია.

ოპოზიციური მოძრაობა ,,ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის" წევრების ინფორმაციით, 25 აგვისტო შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების დღიდან, ყველაზე სისხლიანი დღეა. ასეთ დღედ აქამდე 12 ივლისი ითვლებოდა, როდესაც 287 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები