ნორვეგია

ანდერს ბრეივიკი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს

ანდერს ბრეივიკი, რომელსაც ნორვეგიის სასამართლომ შარშან განხორციელებული ტერაქტებისთვის 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.

ბრეივიკის განცხადებით, იგი არ ისარგებლებს აპელაციის უფლებით, რადგან მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი არალეგიტიმურია.

”მინდა ბოდიში მოვუხადო ეროვნულობისთვის მებრძოლ ყველა ნორვეგიელს და ევროპელს, რომ უფრო მეტი ადამიანის მოკვლა ვერ მოვახერხე”. - განაცხადა ბრეივიკმა გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე.

პროკურორები, რომლებიც ბრეივიკის შეურაცხადად ცნობას მოითხოვდნენ, ვერდიქტს ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას არ აპირებენ.

24 აგვისტოს ოსლოს სასამართლომ ნორვეგიაში შარშან ჩადენილ ტერაქტებში ბრალდებული ანდერს ბრეივიკი შერაცხადად ცნო და მას 21–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრეივიკი თავს ტერორისტად არ მიიჩნევს, თუმცა მკვლელობების ფაქტს არ უარყოფს.

ან­დერს ბრე­ი­ვიკ­მა 2011 წე­ლს ნორ­ვე­გი­ა­ში ორი ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რასაც 77 ადა­მი­ა­ნის სი­ცოც­ხლე შე­ეწი­რა.

კომენტარები