არჩევნები 2012

ქართული ოცნების საარჩევნო ნომერი 41 იქნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბლოკ ქართულ ოცნებას საარჩევნო ნომრად 41 მიენიჭა. ამის შესახებ ბლოკის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ განუცხადა მედიას. ცესკოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

 ცესკოს სპიკერის თქმით, ნომრის გარეშე მხოლოდ ერთი პარტია იყო დარჩენილი, ამიტომ წილისყრას აზრი არ ჰქონდა. ბლოკ ქართულ ოცნებას არჩევნებზე ნომერი 7-ით სურს კენჭისყრა. ისინი გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ უკვე განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო ბლოკმა სასურველი ნომერი. ამ საკითხს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

 

კომენტარები