ისრაელი-ირანი

პენტაგონი: ისრაელს ირანზე თავდასხმა ჯერ არ გადაუწყვეტია

აშშ არ მიიჩნევს, რომ ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება თავს დაესხას ირანს მისი ბირთვული პროგრამის გამო, აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა. მისი განცხადება ისრაელის ოფიციალური პირების მკაცრ რიტორიკას მოჰყვა, რომელმაც ფინანსური ბაზრები შეაშფოთა.

პანეტამ, რომელიც ისრაელს ორი კვირის წინ ესტუმრა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხედრო ქმედება არის ‘უკიდურესი შემთხვევა’ და კიდევ არსებობს დრო იმუშავოს სანქციებმა და დიპლომატიურმა ზეწოლამ.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარტინ დემფსის აზრით ისრაელის ნებისმიერი შეტევა მხოლოდ შეაჩერებს და ვერ გაანადგურებს ირანის ბირთვულ პროგრამას.

გამოკითხვების შედეგებით, ისრაელის მოსახლეობის 32-35% ემხრობა პრევენციულ შეტევას ირანზე, უმრავლესობა წინააღმდეგია, ხოლო მეოთხედს ვერ გადაუწყვეტია. 

კომენტარები