ისრაელი-ირანი

ნეთანიაჰუ: ოპერაცია შექმნის პირობებს ირანელი ხალხისთვის, საკუთარი ბედი თავიანთ ხელში აიღონ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
AP Photo/ Mark Schiefelbein

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაცია ირანის რეჟიმის წინააღმდეგ "შექმნის პირობებს მამაცი ირანელი ხალხისთვის, რათა საკუთარი ბედი თავიანთ ხელში აიღონ". 

"ჩემი ძმებო და დებო, ისრაელის მოქალაქეებო, სულ რაღაც ერთი საათის წინ ისრაელმა და აშშ-მ წამოიწყეს ოპერაცია, რათა გააქრონ ის ეგზისტენციალური საფრთხე, რასაც ირანის ტერორისტული რეჟიმი წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდებულ მეგობარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ისტორიული ლიდერობისთვის." - თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ "ამ მკვლელ, ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღით შეიარაღების უფლება არ უნდა მივცემთ, რითაც ისინი შეძლებენ, მთელ კაცობრიობას დაემუქრონ".

"დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა ნაწილმა - სპარსელებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა, ბელუჯებმა და აჰვაზელებმა - მოიშორონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობისმოყვარე ირანი" - თქვა მან.

კომენტარები