Pussy Riot

ბიორკმა Pussy Riot-ის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადა

გუშინ საღამოს ბიორკის ოფიციალურ ვებ გვერდზე Pussy Riot-ის ფოტო გაჩნდა, მასთან ერთად კი ბიორკის მოკლე მიმართვაც ჯგუფის წევრების მხარდასაჭერად.

ისლანდიელი მომღერალი აცხადებს, რომ პანკ-ჯგუფის სამართალში მიცემის წინააღმდეგია. „როგორც მუსიკოსმა და დედამ, მე მინდა გამოვხატო, რომ სასტიკად არ ვეთანხმები მათ ციხეში ჩასმას პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის გამო. მათ თავისუფლების შვიდი წლით აღკვეთა ემუქრებათ. ჩემი აზრით, რუსეთის ხელისუფლებამ ისინი სახლში უნდა გაუშვას“, - წერს ბიორკი თავის მიმართვაში.

მომღერალი ასევე აცხადებს, რომ მზადაა ჯგუფის წევრებთან ერთად გამოვიდეს სცენაზე და მათთან ერთად რომელიმე სიმღერაც შეასრულოს, რომელიც სამართლიანი მართლმსაჯულებისკენ მოუწოდებდა სასამართლოს.

ბიორკი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიდან პირველი არაა, რომელიც რუსულ პანკ-ჯგუფს მხარდაჭერას უცხადებს. მადონა, სტინგი, Faith No More, Franz Ferdinand, Red Hot Chili Peppers და სხვები ასევე უცხადებენ სოლიდარობას Pussy Riot-ს.

შეგახსენებთ, რომ Pussy Riot-ს საბოლოო განაჩენს მოსკოვის სასამართლო 17 აგვისტოს გამოუტანს.

კომენტარები