არჩევნები 2012

აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ დაფინანსებაზე ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას, იმ პოლიტიკური სუბიექტების ფინანსებზე, რომლებმაც სამსახურს 2012 წლის 1 იანვრიდან – 25 ივლისის ჩათვლით  ფინანსური დეკლარაციები წარუდგინეს. 
ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ძირითად წყაროს შემოწირულობები წარმოადგენს  – სულ 33,542,100  ლარი.  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა თანხებმა კი 4,553,330  ლარი შეადგინა.
ანგარიშში მოცემულია დეტალური ანალიზი პარტიების შემოსავლის წყაროებისა და დაფინანსების შესახებ. 
პოლიტიკური პარტიების კანონიერ შემოსავლებში ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნება  26,184,820 ლარით, მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  9,580,594  ლარით. კანონიერი შემოწირულობები 647-მა ფიზიკურმა პირმა განახორციელა. კოალიცია ქართულ ოცნებას 19,724,202  ლარი შეწირეს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი,  7,876,625  ლარი. საბიუჯეტო დაფინასებამ კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის 1, 495,514 ლარი შადგინა. მას მოსდევს კოალიცია ქართული ოცნება  964,920 ლარით.
უკანონო შემოწირულობათა ყველაზე მეტი მოცულობა კოალიცია ქართულ ოცნებაზე მოდის - 18,393,634 ლარი. ნაციონალურმა მოძრაობამ უკანონო შემოწირულობის სახით 102,572 ლარი მიიღო.
ვითარება, პოლიტიკური პარტიების მთლიანი შემოსავლების თვალსაზრისით კი შემდეგია:
–ქართული ოცნება  – 44,578,454 ლარი
–ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  – 9,683,165 ლარი
–ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 862,535 ლარი
–განახლებული საქართველოსთვის – 634,577ლარი
–თავისუფალი საქართველო – 485,927 ლარი
–ლეიბორისტული პარტია – 276,712 ლარი
–ახალი მემარჯვენეები – 300,805 ლარი

კომენტარები