არჩევნები 2012

ბეშუმის ინციდენტს გამოხმაურება მოჰყვა

4 აგვისტოს ბეშუმის ინციდენტს პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. ქართულმა ოცნებამ ინციდენტის გამო პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების მუშაობაში მონაწილეობა შეწყვიტა.

ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღესასწაულის მისალოცად და მოსახლეობასთან შესახვედრად მისულ კოალიციის წევრებს, ძალადობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაუხვედრეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

დღესვე, ბეშუმში მომხდარ შემთხვევაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმაც ისაუბრა. მისი თქმით, იქ შუამთობის დღესასწაულთან ერთად, პარტიული ღონისძიებაც ტარდებოდა.

„ქართული ოცნება“ პარტიული ღონისძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. პოლიციამ ზომები მიიღო, „ქართული ოცნება“ გააფრთხილა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ღონისძიება მიმდინარეობდა. ამის ნიშანი ის კეპიც იყო, რომელიც ჩვენმა ერთ-ერთმა აქტივისტმა ბატონ ბიძინას გადასცა,“ - აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები