აჭარაში პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება. პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანის ბოლო ვადა 5 აგვისტოა.
ამ დროისთვის აჭარის 18 წევრიან უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობაშია. მმართველ პარტიას საბჭოში 15 მანდატი აქვს. დანარჩენ სამ მანდატს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა აკონტროლებს. 2008 წლის არჩევნებისას გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ბოიკოტი გამოიცხადა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში 6 წევრი მაჟორიტარული სისტემით, 12 კი პროპორციულით აირჩევა.




