აშშ-ისრაელი

აშშ ისრაელს დამატებით 70 მლნ დოლარის დახმარებას მიაწვდის

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, 27 ივლისს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ისრაელისთვის დამატებით 70 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ეს ნაბიჯი დაემთხვა ისრაელში ობამას კონკურენტის, რესპუბლიკელი კანდიდატის, მით რომნის ვიზიტს. რომნი აკრიტიკებს ისრაელის მიმართ ობამას პოლიტიკას და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის პირობას სდებს.

 

კომენტარები