ლიტერატურა

მილან კუნდერა ელექტრონულ წიგნებს დაუპირისპირდა

მილან კუნდერამ საკუთარი წიგნების ელექტონული ვერსიების გავრცელებაზე უარი თქვა. „ეს საუკუნე საფრთხეს უქმნის წიგნებს და ამ შემაშფოთებელი ფაქტის გამო, ნებისმიერ ქვეყანასთან ჩემ მიერ დადებულ კონტრაქტებს დავამატებ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ჩემი წიგნების გავრცელება მხოლოდ ტრადიციული, ბეჭდური სახით იქნება შესაძლებელი. მკითხველი მათ უნდა გაეცნოს ქაღალდის ფურცელზე და არა ეკრანიდან“.

კუნდერა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, 83 წლის, წარმოშობით ჩეხი მწერალია. კრიტიკოსების თქმით, ელექტრონულ ვერსიებზე უარის თქმა კონკრეტული ავტორების უფლებაა, თუმცა ელექტრო რიდერებით კითხვის ტენდენციას წინ საავრაუდოდ ვეღარაფერი დაუდგება, და თანაც მოაყოლეს, რომ თუ კარგად მოძებნით, ინტერნეტში, განსაკუთრებით, რუსულენოვანში, იგივე მილან კუნდერას ნაწარმოებების უამრავ არალეგალურ, გაციფრებულ ვერსიებს წააწყდებით და იმედი გამოთქვეს, რომ მწერალმა ამის შესახებ არაფერი იცის.

კომენტარები