სტიქია

სტიქიის შედეგად დაზარალებული სტუდენტები წელს სწავლის გადასახადებისგან თავისუფლდებიან

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტები, წელს სწავლის გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ კახეთში სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

,,დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, წელს სწავლის გადასახადს მოვუხსნით. კი არ გავყინავთ, მოვუხსნით.’’-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე დღეში დაზრალებული ოჯახებისთვის 1500 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციების დარიგებაც დაიწყება, რაც სავარაუდოდ 15 აგვისტოსთვის დასრულდება. 

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტების აღრიცხვა, კახეთის რაიონების გამგებლებმა 1 სექტემბრამდე უნდა დაასრულონ. 

კომენტარები