ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ხოროგში სპეცოპერაციის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში სამხედრო სპეცოპერაციის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ხოროგში სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებში აღნიშნული ოლქის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ აბდულო ნაზაროვის მკვლებლობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავება ხორცილდებოდა, შეჩერებულია.

BBC–ის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებსა და დაპირისპირებულ მოძრაობას შორის შეიარაღებულ შეტაკებებს 12 ტაჯიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა, 23 ჯარისკაცი კი დაშავდა. დაღუპულია არასამთავრობო დაჯგუფების 30 წევრიც. სხვადასხვა მედიის საშუალებით ვრცელდება ცნობა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებაც.

გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარესთან მოლაპარაკებისას ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ დაჯგუფებას გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირის გადაცემის სანაცვლოდ ამნისტია შესთავაზა.

გენერალი აბდულო ნაზაროვი 21 ივლისს მოკლეს. მას თავს ახალგაზრდების ჯგუფი დაესხა. გავრცელებული ცნობით, სამ შეიარაღებულ პიროვნებას, რომლებიც ინციდენტისას უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდნენ, თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

 

კომენტარები