სტიქია

ბიძინა ივანიშვილმა კახეთში სტიქიით დაზარალებულები მოინახულა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კახეთში სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა.

,,10 მილიონი ჩავრიცხე ბიუჯეტში, მარტო გაბედონ და არ გაგიკეთონ! და თუ ასე მოხდება, მერე ჩვენ გაგიკეთებთ, როცა ხელისუფლებაში მოვალთ. ასე აღარ იქნება, რომ გატყუებდნენ მუდმივად, დახმარება მხოლოდ სახურავის გადახურვა არ არის, თქვენ უფრო მასშტაბური დახმარება გჭირდებათ." - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა დაზარალებულებს.

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელად 10 მილიონი ლარი, სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად მითითებულ ანგარიშზე გადარიცხა. 

19 ივ­ლი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, ასე­ვე ყვარ­ლი­სა და ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნე­ბის ნა­წი­ლი.

კომენტარები