მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მაესტროს ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა

მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია მაესტროს მიერ, საქართველოში დიდი ოდენობით შემოტანილი ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურის ინფორმაციით, ტელეკომპანია მაესტრო აღნიშნული ანტენების მოსახლეობისთვის უფასოდ დარიგებას აპირებს.

"სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია "მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის განმარტებით, გადაწყვეტილება სასამართლოსათვის ყადაღის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე, შესაბამისობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან.

კომენტარები