კონფერენცია

შტეფან ფულე: ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი

გაფართოებისა და ევროპული სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კით­ხებ­ში ევ­რო­კო­მი­სა­რმა შტე­ფან ფუ­ლემ, ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა.

,,ოქტომბრის არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და თავიდან უნდა ავიცილოთ პოლარიზებული პოლიტიკა. ამ არჩევნებზე კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა იქნეს დაცული"-განაცხადა შტეფან ფულემ.

მისივე თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოწვევაა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.

ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე მეც­ხრე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში - ,,სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა - ევ­რო­კავ­ში­რი და მი­სი ევ­რო­პე­ლი მე­ზობ­ლე­ბი’’ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვილ­ფრიდ მარ­ტენ­სი, მოლ­დო­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვლა­დი­მირ ფი­ლა­ტი, გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კით­ხებ­ში ევ­რო­კო­მი­სა­რი შტე­ფან ფუ­ლე და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. 

კომენტარები