კონფერენცია

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების - საქართველოს ეროვნული პლატფორმის  კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემაა საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები. განიხილავენ საარჩევნო გარემოსაც.

კონფერენციაზე მოწვეულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის მისიის წევრები. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვა სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის ბოლოს არასამთავრობოები არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და მათ პოლიტიკურ სუბიექტებსა და დაინტერესებულ პირებს გადასცემენ.

 

კომენტარები