კონფერენცია

თბილისი მარიოტში ევრაზიული კავშირის საფრთხეებზე მსჯელობენ

ევრაზიული კავშირის თემაზე დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში კონფერენცია - ევრაზიული კავშირის საფრთხეები ევროინტეგრაციის გზაზე - მიმდინარეობს. კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. არასამთავრობოების შეფასებით, რუსეთი ცდილობს აიძულოს აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნები, რომ მათ ევროინტეგრაციის კურსს გადაუხვიონ და პირდაპირ შეუერთდნენ საბაჟო კავშირს.

როგორც კონფერენციის დაწყების წინ, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ევროპისკენ მიდის. "ჩვენ ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი უნდა გავხდეთ. ეს თავისთავად გულისხმობს ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს და ორიენტაციას", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს აღმოსრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, "უკვე გაცხადებულია, რომ საბაჟო კავშირში შესვლა შეუთავსებელია აღმოსავლეთ პარტნიორობასთან და განსაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, შემდგომში კი - ხელმოწერა. საბაჟო კავშირი კი ქვეყანას კარგს არაფერს უქადის". 

კომენტარები