პაკისტანი

პაკისტანში მამაკაცი ღვთისგმობისთვის დაწვეს

პაკისტანში ღვთისგმობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი, პოლიციის შენობასთან შეკრებილმა ხალხმა დაწვა.

დაკავებული ყურანის დაწვაში იყო ეჭვმიტანილი. შეკრებილებმა მამაკაცი პოლიციის შენობიდან გაიყვანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

პოლიციის განცხადებით, მათ ჯერ გამოძიება არ ჰქონდათ დაწყებული, როცა შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, დამნაშავის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციელის თქმით, მათ ხალხის შეჩერება ცრემლსადენი გაზითაც ვერ შეძლეს.

მოკლული მამაკაცის ვინაობა და რელიგიური მრწამსი ჯერჯერობით უცნობია. 

პაკისტანში მოქმედი სადავო კანონი, ღვთისგმობის შემთხვევაში დამნაშავის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. 

კომენტარები