თავდაცვა

მერაბიშვილის თქმით, სახელმწიფო სავალდებულო გაწვევაზე უარს არ იტყვის

დღეს პრემიერ-მინისტრომის კანდიდატმა, ვანო მერაბიშვილმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან“ შეხვედრაზე დეპუტატ ნიკა ლალიაშვილის კითხვას, იგეგმება თუ არა ჯარის შემცირება და სამხედრო საველდებულო გაწვევაზე უარის თქმა, უპასუხა, რომ თავდაცვის სისტემის ამ მიმართულებით რეფორმირება არ იგეგმება.

მერაბიშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება ფართო სარეზერვო ბაზის არსებობა, რომელსაც ომში ჩართვისა თუ სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისთვის საჭირო წვრთნა ექნება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა კრიტერიუმით მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავს, რეფორმების გაგრძელებას კი ამ კუთხით მომავალი მთავრობა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ ნდობა ხვალ უნდა გამოუცხადოს, არ გეგმავს. მერაბიშვილმა ასევე გამორიცხა პოლიციასა და თავდაცვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება და თქვა, რომ რეფორმები მხოლოდ გაგრძელდება.

 

კომენტარები