ცვლილებები მთავრობაში

დასაქმების მინისტრის აპარატის შექმნასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებები შედის

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნასთან დაკავშირებით, ბიუჯეტში ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვლილებების შესახებ პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა.

,,ეს არის ტექნიკური ცვლილება, რადგან მთავრობის ახალ კაბინეტში ახალი თანამდებობა იქმნება, ბუნებრივია, მას გარკვეული დაფინანსება სჭირდება, რათა მუშაობის და ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს.’’-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ჯერჯერობით უცნობია რა თანხით განისაზღვრება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშილმა განაცხადა, სამინისტროს დაფინანსება საგარეო ვალის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხებიდან მოხდება. 

კომენტარები