ქართული ოცნება

მცხეთაში ქართული ოცნების აქცია გაიმართება

დღეს, 19:00-ზე მცხეთაში ქართული ოცნების აქცია გაიმართება. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დილიდანვე ხვდება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში მოსახლეობას. მცხეთის აქციას, ორგანიზატორების თქმით, მსვლელობით შემოუერთდებიან ყაზბეგიდან, დუშეთიდან და თიანეთიდან.

აქციაზე იგეგმება მცხეთა მთიანეთის რეგიონში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა. აქციის შემდეგ იქნება მუსიკალური ნაწილიც, რომელიც ორგანიზატორების თქმით, ამ ჯერად შედარებით ხანგრძლივი იქნება.

ქართულმა ოცნებამ აქამდე სამი აქცია გამართა: 27 მაისს თბილისში, 10 ივნისს ქუთაისში და 17 ივნისს ოზურგეთში. საარჩევნო კამპანიის პერიოდში კოალიცია მსგავსი აქციების გამართვას ყველა რეგიონში გეგმავს.

კომენტარები