ქართული ოცნება

ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების დაჯარიმება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიათა დაჯარიმების გადაწყვეტილება. როგორც ქართული ოცნების ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ სააგენტო ინტერსენიუს განუცხადა, პარტიების ანგარიშები შესაძლოა 4 ივლისს დააყადაღონ. სასამართლომ პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება 27 ივნისს მიიღო, შესაბამისად ჯარიმების გადახდის ვადა 4 ივლისს იწურება, რის შემდეგაც აღსრულების ღონისძიებების დაწყება იქნება შესაძლებელი. 

27 ივნისს თბილისი საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კონტროლის პალატის მოთხოვნა და ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიები 2 383 097 ლარით დააჯარიმა. კონტროლის პალატის თქმით, შპს "მენეჯმენტ სერვისმა" ანაზღაურების გარეშე გაარემონტა ქართული ოცნების ოფისები, რაც უკანონო შემოწირულობად ჩაითვალა.

კომენტარები