რუსეთი

არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოელი აგენტების“ სტატუსს მიანიჭებენ

რუსეთის მმართველმა პარტია ედინაია როსიამ სახელმწიფო სათათბიროში ახალი კანონპროექტი შეიტანა. რომლის თანახმად, რუსულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, „უცხოელი აგენტის“ ოფიციალური სტატუსი მიენიჭებათ.

News.ru-ს ცნობით, ექსპერტები და უფლებათადამცველები შიშობენ, რომ ეს კანონი ყველა უფლებათადამცველ ორგანიზაციას შეეხება, რომელთა ნაწილი, შესაძლოა, ამ კანონის მიღების შემდეგ დაიხუროს.

თუმცა, პროექტის ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატ ალექსანდრ სიდიაკინის განცხადებით, კანონი არ კრძალავს ორგანიზაციების საქმიანობას, არამედ მხოლოდ მის გამჭვირვალობას და მოწესრიგებას ემსახურება.

კანონპროეტის მიხედვით, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზიცია, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უცხოური წყაროებიდან ფინანსდება, ვალდებული იქნება რეგულარულად წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება. ორგანიზაციის სახელით მედიაში გამოქვეყნებულ მასალებში კი უნდა მიეთითოს, რომ ისინი „უცხიელი აგენტის“ მიერ არის გავრცელებული.

ინციატივის თანახმად, ამ კანონის დარღვევისათვის როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდება - ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით.

რუსული გაზეთი ვედომოსტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს პროექტი აშშ-ს მიერ მიღებულ „მაგნტსკის კანონზე“ რუსეთის პასუხი უნდა გახდეს. რუსულ მედიას მოჰყავს უფლებათადამცველების შეფესებები, რომელებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ახალი ინციატივა ქვეყანაში საპროტესტო აქტიურობის ზედას უკავშირდება.

 

კომენტარები