ევრიმაჟი

ევრიმაჟის გამარჯვებული ქართული კინო

კოპენჰაგენში, ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდის - ევრიმაჟის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც 17 კინოპროექტი დაფინანსდა. მათ შორის აღმოჩნდა ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია „ძმა“, რომლის რეჟისორები არიან თეონა მღვდელიძე გრენადე და ტერი გრენადე. კონკურსში, რომელშიც 45 პროექტი იღებდა მონაწილეობას, ქართულ-ფრანგული პროექტისთვის 150000 ევრო გამოიყო.

„საქართველოში პროექტს მოპოვებული აქვს დაფინანსება ეროვნული კინოცენტრიდან, - განაცხადა ტაბულასთან საუბრისას ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა თამარ ტატიშვილმა, - ევრიმაჟის დაფინანსება გულისხმობს წარმოების მხარდაჭერას. თუმცა ფესტივალების წარმომადგენლებს ხშირად უფრო აინტერესებთ  ევრიმაჟის მიერ დაფინანსებული ფილმების ხილვა, რადგან ეს ერთგვარი ხარისხის გარანტია“. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო სულ რაღაც ერთი წლის წინ გახდა ევრიმაჟის წევრი. მარტის სესიაზე მხარდაჭერა მოიპოვა პროექტმა „Epic“, საქართველო-საფრანგეთი-ინგლისი-რუსეთის კოპროდუქციამ.

 

კომენტარები