პაკისტანი

პაკისტანში პრემიერობის კანდიდატის დასაპატიმრებლად ორდერი გასცეს

პაკისტანში სასამართლომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, მახდუმ შაჰაბუდინის დასაპატიმრებლად ორდერი გასცა. სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ შაჰაბუდინის, როდესაც იგი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იყო, პაკისტანში აკრძალულ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო იმპორტთან ჰქონდა კავშირი.  

ამჟამად შაჰაბუდინი საფეიქრო მრეწველობის მინისტრია. მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა ასიფ ზარდარიმ მას შემდეგ წარადგინა, რაც აღნიშნულ პოსტზე მყოფი პოლიტიკოსი იუსუფ რაზა გილანი თანამდებობიდან უზენაესი სასამართლოსადმი განხორციელებული უპატივცემულო ქმედების გამო გადააყენეს.

ჯერჯერობით უცნობია, მოხსნიან თუ არა მახდუმ შაჰაბუდინის კანდიდატურას.

 

კომენტარები