ჯანდაცვა

ქუთაისში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თემაზე კონფერენცია გაიხსნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ქუთაისში სამედიცინო რეგიონული კონფერენცია გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

იმერეთის რეგიონის ექიმებისათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გურულმა. აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ღონისძიებაში მონაწილე კოლეგებს საკუთარი კლინიკური პრაქტიკის მაგალითები გააცნო.

ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი 2012 წლის თებერვალში დაიწყო და მას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს. დასავლეთ საქართველოდან პროექტში 4 ჰოსპიტალი და 4 ამბულატორია მონაწილეობს.

 

კომენტარები