ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ზურაბ არსოშვილი სააქციო საზოგადოება თელასის კომერციულ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროში ადასტურებენ.
ამ დროითვის უცნობია, ვინ შეცვლის ზურაბ არსოშვილს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.
ზურაბ არსოშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში, შსს-სა და ფინანსთა სამინისტროებში. ასევე სხვადასხვა დროს იყო პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში და თბილისის მერის მოადგილე.
სააქციო საზოგადოება თელასი საქართველოში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც თბილისის 450 ათასზე მეტ მცხოვრებელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.





