თელასი

თელასი: წყალმომარაგების პრობლემის გამო, დროებით ვაჩერებთ გეგმურ სამუშაოებს

კომპანია თელასის ინფორმაციით, თბილისში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, გეგმური სამუშაოები დროებით შეჩერდება.

"დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით სს "თელასი" დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს.

წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია "თელასი" არ ჩაატარებს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ქსელის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების მასშტაბურ სამუშაოებს". - წერია თელასის განცხადებაში.

GWP-ის ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები მაგისტრალური მილსადენის სრულად აღსადგენად. 

დედაქალაქის მერიაში სამუშაო შეხვედრა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) წარმომადგენლებთან დღეს, 18 ივნისს დილით გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ თბილისში წყალმომარაგების სრულად აღდგენას ერთ კვირამდე დასჭირდება. 

კომენტარები