საბერძნეთი

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი აზრის წინასწარ კვლევებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ პარლამენტში ამჯერადაც ის პარტიები მოხვდებიან, რომლებმაც კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ მოახერხეს.

გამოკითხვების შედეგების მიხედვით, დაახლოებით ერთნაირი მხარდაჭერით სარგებლობენ რადიკალი მემარცხენეების პარტია სირიზა და კონსერვატიული პარტია ახალი დემოკრატია.

სირიზას ლიდერები აცხადებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში უარს იტყვიან ათენის მიერ დადებულ პირობაზე ხელმომჭირნეობის ზომების გატარებასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებას გამოიწვევს.  ხოლო ახალი დემოკრატიის ლიდერი ანტონის სამარისი აცხადებს, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთი ევროზონაში დარჩება.

ახალი საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების  დანიშვნის გადაწყვეტილება საბერძნეთის პრეზიდენტმა კარლოს პაპულიასმა მიიღო, მას შემდეგ, რაც გამარჯვებულ პარტიებს შორის კოალიციური მთავრობის შექმნა ვერ მოხერხდა. 

კომენტარები