ქართული ოცნება

ქუთაისში ქართული ოცნების მხარდამჭერები იკრიბებიან

ქუთაისში ქართული ოცნების მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. კოალიცია დღეს აქციას აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს. აქ უკვე იმყოფება კოალიციის რამდენიმე ლიდერი: გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი. აქციის მონაწილეებს შეუერთდა კახი კალაძეც. ისინი აცხადებენ, რომ დღეს სერიოზულ აქტივობას ელიან არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდანაც. ადგილზე შეკრებილები არიან მხარდამჭერები სამტრედიიდან, საჩხერიდან, თერჯოლიდან, ტყიბულიდან.

შეკრების ადგილას უკვე დამონტაჟებულია სცენაც, საიდანაც კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, უნდა მიმართოს შეკრებილ ხალხს. მედიის ცნობით, სცენის წინა მხარეს დაჯავშნული მინაა დამონტაჟებული. უსაფრთხოების ამგვარი ზომების მიღებას ქართული ოცნების წარმომადგენლები ხელისუფლებისგან მომავალი საფრთხით ხსნიან.

ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები უკვე დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან.

 

კომენტარები