ალ ყაიდა

ალ-შაბაბის ლიდერმა ობამას შეპყრობისთვის ჯილდოდ ათი აქლემი დააწესა

ალ-ყაიდას შვილობილი ტერორისტული ორგანიზაციის ალ-შაბაბის ლიდერმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეპყრობისთვის ჯილდოდ ათი აქლემი, ხოლო  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისთვის ოცი ქათამი დააწესა.

მუჰამედ ხალაფმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ობამას ადმინისტრაცია 33 მილიონ აშშ დოლარის პრემიებს დაპირდა სომალის დაჯგუფების შვიდი მეთაურის შემპყრობლებს. ტერორისტის აუდიო კომენტარი სხვადასხვა ვებ-გვერდზე გავრცელდა.

CNN - მა ხალაფის განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს : ,, ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოღალატე ობამასა და ბილ კლინტონის მეუღლის, ქალბატონი ჰილარი კლინტონის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის, ჯილდოს გადავცემ. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ მოღალატეები მუსულმანი ლიდერების მოსაკლავად ფულს იხდიან. მათ ეს უკვე გააკეთეს, როდესაც წინასწარმეტყველი მუჰამედის თავის სანაცვლოდ აქლემებს პირდებოდნენ, 200 აქლემი დღეს 5 მილიონი აშშ დოლარის  ექვივალენტურია.’’

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ ალ-შაბაბისთვის ცალკე პრემიებს აწესებს, ამ დაჯგუფებას ბრალი ედება უგანდაში, სომალსა და კენიაში განხორციელებულ ტერაქტებში.

   

კომენტარები