ქუთაისის სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულ ქართული ოცნების აქტივისტებს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ნინო ყურუამ და კოტე ჯაბუამ 3000-3000 ლარი ათი დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.
გამოძიების მტკიცებით, აქტივისტები ამომრჩევლებს სპეციალურ ბუკლეტებს ავსებინებდნენ და აქ მითითებული ქონებრივი სურვილების ახდენას პირდებოდნენ პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.
ამ საკითხზე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა ქართული ოცნების წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა. მისი განცხადებით, ნინო ყურუას ე.წ. აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელიც მის პროვოცირებას ცდილობდა. მისი განცხადებით, ნინო ყურუა ვიდეოჩანაწერში არ იძლევა დაპირებას და მხოლოდ იმას ხსნის, თუ როგორ უნდა შეივსოს ბუკლეტი.




