რუსეთი-ირანი

ვლადიმირ პუტინი: მოსკოვი მხარს უჭერს ირანის მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ირანის მიერ ბირთვული ენერგიით სარგებლობას და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მშვიდობიან, სამოქალაქო მიზნების ფარგლებში მიაჩნია დასაშვებად.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან შეხვდრისას, რომელიც დღეს პეკინში გაიმართა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ირანს შეუძლია ჰქონდეს რუსეთის მხარდაჭერის იმედი, მანამ სანამ ირანის ძალისხმევა მიმართულია ბირთვული ენერგიის სამშვიდობო მიზნებისთვის გამოყენებისკენ.

მას შემდეგ, რაც ირანს რამდენიმე ატომური ბომბის შექმნისთვის საჭირო ურანის მარაგი აღმოაჩნდა, დასავლეთმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, რასაც ოფიციალური მოსკოვი ეწინააღმდეგება. 

კომენტარები