საქართველო-აშშ

მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს სიმბოლური პასპორტი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს იუსტიციის სახლში დამზადებული სიმბოლური, პერსონიზირებული პასპორტი გადასცა.

პასპორტში ასახულია ყველა ის რეფორმა, რომელიც იუსტიციის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

ბათუმის იუსტიციის სახლში მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

მანამდე გაფართოებული შეხვედრა შედგა, რომელსაც ქართული მხრიდან პრეზიდენტის გარდა საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი და ვიცე-პრემიერს მოადგილე ელენე ხოშტარია ესწრებოდნენ.

ამერიკული მხრიდან შეხვედრაში ჰილარი კლინტონის გარდა მისი მოადგილე ფილიპ გორდონი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები