სტატისტიკა

პროდუქციისა და მომსახურების ფასების დინამიკა

საქართველოში 2012 წლის მაისში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 10.9%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაიაფდა. მათ შორის ხილი და ყურძენი 39.4%-ით, ბოსტნეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანები 28.6%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული 9.5%-ით, პური და პურპროდუქტები 8.6%-ით.

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში ფასების ზრდა ყველაზე მეტად შეეხო ტრანსპორტის (12.6%) და სერვისის (5.7%) ჯგუფებს. განსაკუთრებით გაიზარდა ფასი სატრანსპორტო (21.3%) და სასტუმროსა და კაფე-ბარების მომსახურებაზე (5.7%).

2012 წლის მაისში წლიური ინფლაცია 3.3% იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, ზაფხულიდან ინფლაციის მაჩვენებლი შეიძლება ზომიერად გაიზარდოს. მის მიხედვით, 2012-2014 წლებში მიზონბრივი ინფლაცია 6% იქნება.

კომენტარები