სტატისტიკა

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მცირდება

ფინანსთა სამინისტრო
www.facebook.com/mofgeorgia

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები სამი თვის განმავლობაში სისტემატურად მცირდება. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო შემოსავლები აპრილის თვეში 1.3%-ით, მაისის თვეში - 4.3%-ით, ხოლო ივნისში - 12.8%-ით შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტმა შემოსავლის სახით 6.5 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო, ვიდრე 2012 წლის იმავე პერიოდში. 2013 წლის მაისში შემოსავლებმა 25.9 მილიონით, ხოლო ივნისში - 67.3 მილიონით დაიკლო.

კომენტარები