საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ავსტრიის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტი და სხვადასხვა დარგში მოღვაწე ავსტრიელი ბიზნესმენები. დელეგაციას თბილისის მერი შეხვდა. გიგი უგულავამ ავსტრიელ ბიზნესმენებს ქალაქში არსებული ბიზნეს გარემო, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ავსტრიის ინდუსტრიის ფედერაცია 3 500 მსხვილ კომპანიას აერთიანებს. ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროში უკვე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. ბიზნესმენების ვიზიტის მიზანი ბიზნეს გარემოს უკეთ შესწავლა და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაა.





