უკრაინა

დნეპროპეტროვსკის აფეთქებების სერიის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს

უკრაინაში ქალაქ დნეპროპეტროვსკში განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხი პიროვნება დააკავეს. ქვეყნის გენერალური პროკურორის, ვიქტორ პშონკას განცხადებით, საქმის გამოძიების მასალების თანახმად, ოთხივე დაკავებული პიროვნება უშუალოდ მონაწილეობდა აფეთქებების ორგანიზებაში.

გენერალური პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილები დნეპროპეტროვსკის მცხოვრებლები არიან. მისი განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების წარმოებისას პროკურატურამ საქმეში პოლიტიკურ მოტივებს მიაკვლიოს. მისივე თქმით, აღნიშულ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით ტერორიზმის კვალიფიკაცია დგინდება.

დნეპროპეტროვსკში 27 აპრილს მომხდარი ოთხი აფეთქების შედეგად 31 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დამნაშავეებმა კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს.

 

კომენტარები