ალ-ყაიდა

ავღანეთში ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

NATO-ს ძალებმა დღეს ავღანეთში ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს.  ტერორისტული დაჯგუფების რანგით მეორე პირი, სახრ ალ-ტაიფი კუნარის პროვინციაში მოწყობილი საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.

ISAF -ის (ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები) ცნობით, ალ-ტაიფი უცხოელ მეამბოხეებს ხელმძღვანელობდა და მის მოვალეობებში შედიოდა NATO -სა და ავღანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ იერიშების მომზადება.

გავრცელებული ინფორმაციით სახრ ალ-ტაიფი ხშირად მიემგზავრებოდა პაკისტანში, საიდანაც ავღანეთში უცხოელი მებრძოლები ჩაჰყავდა და საბრძოლო აღჭურვილობები ჩაჰქონდა ექსტრემისტების მოსამარაგებლად.

NATO -ს დღევანდელ საჰაერო იერიშს სამოქალაქო მაცხოვრებლებში მსხვერპლი არ გამოუწვევია. 

კომენტარები