ალ-ყაიდა

ალ-ყაიდას ლიდერმა მუსლიმურ სამყაროს აშშ-ზე თავდასხმისკენ მოუწოდა

აიმან ალ-ზავაჰირი
youtravel.com.au

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 12 წლისთავის მეორე დღეს, ალ-ყაიდას ლიდერმა, აიმან ალ-ზავაჰირმა, მუსლიმებს ამერიკის წინააღმდეგ რამდენიმე შეტევის განხორციელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა "ამერიკის ეკონომიკურად სისხლისგან დაცლა".

ზავაჰირის სიტყვა, ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, ხუთშაბათს გამოქვეყნდა. მისი განცხადებით, საჭიროა, ვაშინგტონი წნეხის ქვეშ ჰყავდეთ - ერთი მხრივ, "ომი მოეწყოს მათსავე მიწაზე", ამისთვის კი ტერორისტული შეტევებია საჭირო. ზავაჰირი მიიჩნევს, რომ თუ ამერიკაზე მცირე შეტევები განხორციელდება, ვაშინგტონი იძულებული გახდება, სამხედრო ხარჯები გაზარდოს, რაც მის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედებს. ალ-ყაიდას ლიდერის თქმით, თუნდაც ეს იყოს პატარა შეტევები, ამერიკელები უფრო დიდი ტერორისტული აქტის მოლოდინში, კიდევ უფრო მეტ ფულს დახარჯავენ სამხედრო ძალებზე.

აუდიომიმართვა ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე გადაიცემოდა და 72 წუთს გაგრძელდა.

"ბოსტონის ინციდენტი ადასტურებს, თუ როგორი მატყუარები არიან ამერიკელები და როგორ არ სურთ ჩახედონ რეალობას თვალებში, რომელიც ისეთივე კაშკაშაა, როგორც მზე. მათ წინააღმდეგ არ არიან ინდივიდუალური ადამიანები, ორგანიზაციები ან ჯგუფები, მათი მოწინააღმდეგე არის მუსლიმური მსოფლიო, რომელიც ამაღლდა ჯიჰადში, რათა დაიცვას მისი სული, ღირსება და შესაძლებლობები", - განაცხადა აიმან ალ-ზავაჰირმა

კომენტარები